[:en]ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჭაპალაში მცხოვრებ მწერალს 100 წლის იუბილე მიულოცა[:]

0
54
[:en]

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ჭაპალაში მცხოვრებ მწერალს დუნიამალი ალიევს 100 წლის იუბილე მიულოცა

წელს სოფელ ჭაპალაში მცხოვრებ მწერალსა და მთარგმნელს დუნიამალ ალიევს 100 წელი შეუსრულდა. იუბილე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, მის მოადგილე ლონგინოზ გასანოვთან და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანთან ერთად მიულოცა.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა აზერბაიჯანელ მწერალთა კავშირის წევრს სამახსოვრო სუვენირები და ტკბილეული გადასცეს, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისგან კი დუნიამალი ალიევს 500 ლარი ჩაერიცხება.

აღსანიშნავია, რომ საჩუქრის გარეშე არც ბოლნისის მერი დარჩენილა, მწერალმა დავით შერაზადიშვილს სამახსოვროდ აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი მინიატურული ვეფხისტყაოსანი გადასცა.

[:]
წინა სტატია[:en]ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკი მუშაობას 29 მაისს განაახლებს[:]
შემდეგი სტატია[:en]გოგი მეშველიანი თითოეულ მოხალისეს მადლობას უხდის საგანგებო ვითარების პერიოდში გაწეული შრომისთვის[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ