ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა სოფელ ტანძიასა და ხატისოფელში, მოსახლეობის ინიციატივით დასახლების საერთო კრება გამართა

0
155

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, სოფელ ტანძიასა და ხატისოფელში, მოსახლეობის ინიციატივით დასახლების საერთო კრება გამართა

.

კრებაზე სოფლებში არსებულ საჭიროებებზე იმსჯელეს და რამდენიმე საკითხს შორის პრიორიტეტული მიმართულებები გამოჰყვეს. ხმათა უმრავლესობით, ტანძიაში არსებული საკანალიზაციო ქსელის სისტემის, ხოლო სოფელ ხატისოფელში სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ კრებაზე წამოჭრილი სხვა საკითხები, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილებით, სოფლებში ეტაპობრივად მოგვარდება.

დასახლების საერთო კრება ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართულობის ერთ-ერთი ფორმაა და ის სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ინიციატივით იმართება.

წინა სტატია„ღვინის ფესტივალი 2023“ ბოლნისში გაიმართა
შემდეგი სტატიამასწავლებლებო, გიყვარდეთ თქვენი მოსწავლეები და ჩვენც გვეყვარებით

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ