ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ გაიმართა

0
94

მეორე სეზონია ,,არემჯი“ პროექტ ,,დიდგორელის“ გენერალური სპონსორია.
,,დიდგორელი“ ისტორიის კონკურსია, რომელშიც კერძო და საჯარო სკოლების 117 მოსწავლე ჩაერთო, რომლებმაც სპეციალურად შედგენილი ტესტი დაწერეს და ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოსცადეს.
კონკურსის დასრულების შემდეგ პროექტის ყველა მონაწილეს საჩუქრად ,,დიდგორლის“ მედალიონი, სიგელი და წიგნები გადაეცა. საზეიმო დაჯილდოებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ სკოლის მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
საუკეთესო მოსწავლეებს დეკემბრის ბოლოს ჟიური გამოავლენს, რომლებსაც სპეციალურ პრიზებს გადასცემენ.

წინა სტატიაგამწვანების აქცია ბოლნისში
შემდეგი სტატიახატისოფელსა და ცურტავში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ