ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

ბოლნისის   თეატრი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას

,,უცხო მიწა“ – ასე ჰქვია სპექტაკლს, რომელიც ლიეტუველმა რეჟისორმა ნერინგა დაიანემ ქართველ რეჟისორთან, ლევან ხვიჩიასთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრში დადგა. სპექტაკლი ორი ქვეყნის – ლიეტუვასა და საქართველოს ერთობლივი კოლაბორაციაა, სადაც ლიეტუველ მსახიობებთან ერთად ბოლნისის თეატრის მსახიობებიც თამაშობენ.

 მიმდინარე წლის 10-15   ოქტომბერს, ბოლნისის მუნიციპალური თეატრი სწორედ ამ სპექტაკლით წარსდგება საერთაშორისო მაყურებლის წინაშე. გასტროლი მოიცავს ლიეტუვას რესპუბლიკაში გამგზავრებას საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მონაწილეობის მიზნით.   ფესტივალი – ,,theatre cluster” არსებობის ხუთ  წელიწადს ითვლის და როგორც წინა წლებში, ამჯერადაც საინტერესო საფესტივალო პროგრამით გამოირჩევა. ადგილობრივი თეატრების პარალელურად, ფესტივალის საერთაშორისო პროგრამა 10 ქვეყანას აერთიანებს, რომელთა წარმოდგენილ სპექტაკლებსაც  სპეციალური ჟიური შეაფასებს, რომლებიც  მოწვეული არიან საფრანგეთიდან, დანიიდან, ნიდერლანდებიდან და ლატვიიდან. მონაწილე ქვეყნების და შესაბამისად სპექტაკლების შერჩევის კრიტერიუმები არ იზღუდება კონკრეტული ჟანრით, მხატვრული ფორმებითა თუ ტენდენციით.  ორგანიზატორები მაქსიმალურად ცდილობენ ფესტივალი მრავალმხრივ წარმომადგენლობითი იყოს. აქვე საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ფესტივალი მხოლოდ ერთ ქალაქში არ ტარდება და ლოკაციები ლიეტუვის სამი ქალაქის  (კუპისკი, პასვალი, უტენა) თეატრების სცენებზეა გადანაწილებული. შესაბამისად ფესტივალში მონაწილე თითოეული ქვეყანა, წარმოდგენას სამ, მინიმუმ კი ორ ქალაქში თამაშობს. მთლიანობაში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი – ,,theatre cluster”-ს ფარგლებში მონაწილე ქვეყნები  (საქართველო, უკრაინა, ლატვია, ყაზახეთი, იტალია, პოლონეთი, ესპანეთი, რუმინეთი, ლიეტუვა, ლატვია) სამივე ქალაქში 30 სპექტაკლს ითამაშებენ. ბოლნისის მუნიციპალური თეატრი ფესტივალის ფარგლებში ორ სპექტაკლს ითამაშებს ქალაქების – კუპისკისა და უტენას თეატრების სცენებზე.

   ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი სრულად იზიარებს ქვეყნის კულტურული პოლიტიკის მნიშვნელოვან პრიორიტეტს, რაც ქართული კულტურის ევროპულ კულტურებთან აქტიურ ინტეგრაციის პროცესს გულისხმობს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის თეატრების ხელმძღვანელებთან, სამომავლო თანამშრომლობის დაგეგმვის მიზნით.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები