ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

0
89

დღეს, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის პროექტის ,,ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა განათლებისა და საკუთრების უფლების დაცვის ხელშეწყობა“ დასკვნითი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

აღნიშნული პროექტი , ბოლნისის მუნიციპალიტეტში, 6 თვის განმავლობაში, 20 სკოლაში ხორციელდებოდა, რომლის მიზანსაც გენდერული თანასწორობის და ქალთა უფლებების გაზრდა წარმოადგენდა. პროცესში ჩართულ გოგონებს უტარდებოდათ მასტერკლასები და ტრენინგები, სტატიებისა და ბლოგების შესაქმნელად.

ღონისძიების ბოლოს, პროექტში ჩართულ ყველა გოგონას, მადლობის სიგელები გადაეცათ, ხოლო საუკეთესო ბლოგის ,,ჩემი თვალით დანახული ქალთა უფლებების“ ავტორები ფულადი პრიზით დაჯილდოვდნენ.

წინა სტატიანებისმიერი ადამიანი, ვინც კალამს ხელში იღებს და რაღაცას ქმნის, არის შემოქმედი-გაიცანით ანი მაისურაძე
შემდეგი სტატიასოფელ ჭაპალაში სასკოლო პროექტის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ