[:en]

მართლმადიდებლური სამყარო 10 თებერვალს წმინდა ეფრემ ასურის ხსენების დღეს ზეიმობს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსის ანგელოზის დღესთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა. ლიტურგიის დასრულების შემდეგ მეუფემ მრევლი დალოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე იქადაგა. მეუფე ეფრემს ანგელოზის დღე ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, ქვემო ქართლის ჩოხოსანთა სადროშოს წარმომადგენლებმა, ბოლნისის ტაძრების მოძღვრებმა და მრევლმა მიულოცეს. ტაძრის ეზოში მეუფეს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლის ფოლკლორული გუნდი  მრავალჟამიერით, მებაირაღეები კი  ეროვნული დროშებით შეეგებნენ.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/KSlx5j16xrQ" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture" allowfullscreen></iframe>
[:]