ბოლნისის ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები სამედიცინო გამოკვლევებსა და კონსულტაციებს უფასოდ მიიღებენ

0
137

ქვემო ქართლის რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის ინიციატივით ქვემო ქართლში, ბაგა-ბაღების გაერთიანების  2800-ზე მეტი თანამშრომელი ოცდაათზე მეტი დასახელების სამედიცინო გამოკვლევასა და კონსულტაციას უფასოდ მიიღებს

რეგიონის მუნიციპალიტეტებსა და ქვემო ქართლში ოპერირებად სამედიცინო კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, თეთრიწყაროს, მარნეულის, რუსთავისა და წალკის მუნიციპალიტეტებში არსებული საბავშვო ბაგა-ბაღების გაერთიანების თანამშრომლები, სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილ, წინასწარ განსაზღვრული კვლევებისა და კონსულტაციების უფასოდ მიღებას შეძლებენ.

მემორანდუმს ხელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და „ბოლნისის ცენტრალური კლინიკის“ წარმომადგენელმა შალვა უშიკიშვილმა მოაწერეს.

 მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბენეფიციარები, მემორანდუმის ფარგლებში, სამედიცინო მომსახურების მიღებას მერიის შესაბამისი დოკუმენტის საფუძველზე „ბოლნისის ცენტრალურ კლინიკაში“ შეძლებენ.

წინა სტატიაძაღლის გასეირნების წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
შემდეგი სტატიაუცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს ზოგადი განათლება, უმაღლესში სწავლა ეროვნული გამოცდების გარეშე შეეძლებათ

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ