ბოლნისის ახალგაზრდულმა იდეამ 2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა აქტივობები ჩაატარა, რომელთაგან ყველაზე მთავარი კონკურსის გამოცხადება და პროექტების დაფინანსება იყო. იდეის წევრებმა ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლაში ჩაატარეს კვლევა თემის საჭიროებების შესახებ, საიდანაც გამოიკვეთა 3 ძირითადი პრობლემა, რაზეც გამოცხადდა საგრანტო კონკურსი და შემოვიდა 21 პროექტი. კონკურსის განმავლობაში დაფინანსდა და განხორციელდა 4 საუკეთესო პროექტი, შემდეგ კი იყო წლის შემაჯამებელი შეხვედრა, რომელიც გამარჯვებული პროექტის ავტორებთან და სხვა ახალგაზრდებთან გამართეს, მთლიანი წელი შეაჯამეს და გამოაცხადეს ახალი წევრების მიღება. ბოლოს კი სხვადასხვა კომიტეტებთან ერთად გაემგზავრნენ კაჭრეთის ამბასადორში ახალგაზრდული იდეის მუშაობის მე-17 ციკლის შეჯამებაზე, სადაც წლის ყველაზე პოპულარული კომიტეტის ჯილდო მოიპოვეს.
ბოლნისის ახალგაზრდული იდეის მიზანია მისცეს ადგილობრივ ახალგაზრდებს შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ საკუთარი თემის განვითარებაში, როგორც აქტიურმა მოქალაქეებმა. ახალგაზრდული იდეის წევრები ატარებენ თემის საჭიროებების კვლევას და მის შედეგებზე დაყრდნობით აცხადებენ საპროექტო იდეათა კონკურსს.