ბოლნისის მუნიციპალიტეტის დიდ დარბაზში, ახალგაზრდულმა იდეამ საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორებთან შეხვედრა გამართა, სადაც კიდევ ერთხელ გააცნეს პროექტის განხორციელების დროს გასათვალისწინებელი პირობები და ვალდებულებები.
ახალგაზრდული იდეა ყოველწლიურად ახორციელებს სხვადასხვა პროექტებს, სადაც მონაწილეთა რაოდენობაც ეტაპობრივად იზრდება. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე საგრანტო კონკურსში მონაწილეთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩაერთო. ახალგაზრდული კომიტეტი შეხვდა თითოეულ მონაწილეს, იმსჯელეს და საბოლოოდ, სამი გამარჯვებული პროექტი გამოავლინეს.
გამარჯვებული სამი პროექტი ყველაზე მეტად პასუხობდა იმ მოთხოვნებს, რაც კონკურსის იდეის ავტორებს ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ თითოეულ გამარჯვებულს, პროექტების განხორციელებისთვის გადაეცათ თანხები.