შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

ბიბლიოთეკარის პროფესია,  რომელიც წიგნსა და მკითხველს შორის უწყვეტი რგოლია

უამრავ პროფესიას შორის, რომლებსაც წლების განმავლობაში ვეუფლებით და შემდეგ ჩვენს საქმიანობაში ავსახავთ, არის ისეთებიც, რომლებიც განათლებული თაობების ჩამოყალიბებას ემსახურება,  ასეთია ბიბლიოთეკარის პროფესია,  რომელიც წიგნსა და მკითხველს შორის უწყვეტი რგოლია.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ათობით ბიბლიოთეკარი ემსახურება მკითხველს, მათ შორის არიან ისეთები, რომლებიც ათეული წლებია  საყვარელ საქმეს აკეთებენ და წიგნის გარეშე ერთი დღეც ვერ წარმოუდგენიათ.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში 11 მოქმედი ბიბლიოთეკაა და 45 ბიბლიოთეკარი  ემსახურება მკითხველს, რომელთა საშუალო წლიური ოდენობა 12000 ათასს შეადგენს.

ბიბლიოთეკა მხოლოდ სივრცე და წიგნები არაა, ეს იმ ადამიანების ერთობაა, რომლებიც ქვეყანასა და საზოგადოებას ერთდროულად  ემსახურებიან. ბიბლიოთეკარის დღე საბიბლიოთეკო ასოციაციის ინიციატივით დაარსდა და ის 2004 წლიდან აღინიშნება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები