დღეს იოანე ბოლნელის სახელობის სასულიერო სკოლაში არსებულმა „ახალგაზრდულმა სივრცემ“, სადაც არაერთი აქტივობა იმართება, მორიგ შეხვედრას უმასპინძლა, სკოლას, ახალგაზრრდობის წარმომადგენელი გაეროში, დავით ესათია ეწვია, მან ისაუბრა მოზარდებზე და ხაზი გაუსვა სამშვიდობო პროცესებში მათ ჩართულობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის განათლებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ხელმძღვანელი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, მოსწავლეები და პედაგოგები. განხორციელებული აქტივობა ევროკავშირის EU4Yoth (იუფორიუ) პროგრამის ფარგლებში გაიმართა.