არასამთავრობო ორგანიზაციამ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ინიციატივით, ქვემო ქართლის რეგიონის პარტნიორ საჯარო სკოლების მონაწილეობით, №1 საჯარო სკოლის სააქტო დარბაზში საქმიანობის შემაჯამებელი კონფერენცია გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გაუზიარეს პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ სასკოლო ინიციატივების მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების შედეგები.
პროექტს ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.