ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული ბავშვთა საესტრადო ანსამბლი ,,იმედი’’, ხელმძღვანელი ლაურა დურგლიშვილი, ხელოვნების მე-18 საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსში ,,ნარინჯისფერი ქობულეთი-2020’’ გრანპრით დაჯილდოვდა. აღნიშნულ ფესტივალს ქობულეთი უკვე მეთვრამეტედ მასპინძლობს, რომლის მიზანია ქართული ხალხური სიმღერების, ცეკვების, საესტრადო და სამეჯლისო ხელოვნების პოპულარიზაცია- განვითარება, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მიმოფანტული ხალხური კულტურის მარგალიტების შეკრება და წარმოჩენა, ანსამბლი ,,იმედი’’ ფესტივალ -კონკურსზე ტრადიციულად, ყოველ წელს, წარმატებით მონაწილეობს და სხვადასხვა საპრიზო ადგილებს იკავებს, ამჯერად ბოლნისელი პატარები, ქობულეთიდან, გრანპრით ხელდამშვენები დაბრუნდებიან. ,,2008 წლიდან ყოველწლიურად წარმატებით ვმონაწილეობთ ამ კონკურს – ფესტივალში, გასულ წელს დავიკავეთ პირველი ადგილი, ამჯერად კი მოვიპოვეთ უმაღლესი ჯილდო – გრან პრი. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფესტივალია,ბავშვები იღებენ დიდ გამოცდილებას, მონაწილეებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. აღსანიშნავია, რომ ,,იმედი’’ ფესტივალზე კომპანია ,,არემჯის’’ მხარდაჭერით იმყოფებოდა, რისთვისაც ანსამბლის თითოეული წევრის სახელით მადლობას ვუხდით კომპანია ,,არემჯის“ აღმასრულებელ დირექტორს ბატონ თორნიკე ლიპარტიას და კორპორაციული დირექტორის მოადგილეს, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ბატონ ირაკლი შატაკიშვილს,’’ განაცხადა ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული, საბავშვო-საესტრადო ანსამბლ ,,იმედის’’ ხელმძღვანელმა ლაურა დურგლიშვილმა.