ოთხშაბათი, დეკემბერი 11, 2024
spot_img

ანსამბლ „თამარიონის“ მორიგი წარმატება საერთაშორისო ფესტივალზე

16 დეკემბერს, ქ. მცხეთამ საერთაშორისო საბავშვო და ახალგაზრდულ ფოლკლორულ ფესტივალს „მომავალი ჩვენია“ უმასპინძლა, რომელშიც  წარმატებულად ჩაერთო ბოლნისის კულტურის სახლთან არსებული სახალხო ქორეოგრაფიული ანსამბლი „თამარიონი“ და მოწვეული სტუმრების წინაშე  ქართული ხალხური ცეკვების პოპურით წარსდგა. ანსამბლი მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის  დაჯილდოვდა ფესტივალის ლაურეატის დიპლომით, ამასთანავე მიწვეულ იქნა უნგრეთის საერთაშორისო ფესტივალ-კონკურსზე. ანსამბლის ხელმძღვანელი, ეროვნული ცენტრის ადმინისტრაციისა და მრჩეველთა საპატიო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის საპატიო წევრად აირჩიეს  და წარადგინეს  უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია მეორის სახელობის პრემიის ლაურეატობაზე. ანსამბლის ქორეოგრაფები ანა რეხვიაშვილი და დავით ჩიხლაძე წარმატებული ახალგაზრდა ხელოვანის წოდებით დაჯილდოვდნენ. აღსანიშნავია, რომ ფესტივალი ქართული ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები