,,ოქროს ზაფხული“- ასე ჰქვია საერთაშორისო ფესტივალს, რომელიც ქალაქ ბათუმში უკვე რამდენიმე წელია იმართება, მასში ტრადიციულად, ყოველ წელს, მონაწილეობას ღებულობს ფოლკლორული ანსამბლი ,,ბოლნისი” ნინო დვალიშვილის ხელმძღვანელობით. ბოლნისელების გამოსვლა ბათუმში უმაღლესი ქულებით შეფასდა და ჟიურის გადაწყვეტილებით მთავარი პრიზის, გრანპრის მფლობელი გახდა.
ფესტივალი 22 ივნისს გაიხსნა და 28 ივნისს დაჯილდოვების ცერემონიალით დასრულდება.