პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

ბოლნისის თეატრის 80 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა

ბოლნისის თეატრი 80 წლისაა. დღე, რომელიც სათავეს შორი  წარსულიდან იღებს საზეიმოდ აღინიშნა, შემოქმედებითად მდიდარი ისტორიის  ამსახველი კადრები თეატრმა  გამოფენით გააცოცხლა. მრავალწლიანი მოღვაწეობა დასს საქართველოს კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა, ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მიულოცა.

 გზა საკმაოდ დიდი და გამოწვევებით სავსე იყო, იცვლებოდნენ მსახიობები, რეჟისორები, იყო წარმატებებიც და რთული პერიოდიც, ძველ თაობებს ახლები ცვლიდნენ, თუმცა  ერთი რამ, მაყურებლის სიყვარული, ბევრი ტაში და ემოციებით სავსე მსმენელი უცვლილი რჩებოდა.  თეატრის კედლებში 80 წლიანი მოღვაწეობის, უმნიშვნელოვანესი ისტორია დაიწერა, სწორედ მადლობის ნიშნად სიმბოლურად, საიუბილეო ღონისძიებაზე, საქართველოს თეატრალური საზოგადოების მიერ საზეიმოდ  მოხდა ამაგდარი ხელოვანების დაჯილდოვება.

ბოლნისელი მაყურებლისთვის ნიჭიერი მსახიობები დიდი სიყვარულით ჰქმნიდნენ დაუვიწყარ თეატრალურ სახეებს. იდგმებოდა არაჩვეულებრივი სპექტაკლები, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით კი დასს  საშუალება ჰქონდა  ბოლნისის და საქართველოს სახელი საზღვრებს გაერთ  არაერთხელ გაეტანა. თეატრის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ბოლნისი პირველი მუნიციპალიტეტია, რომლის მერიც დავით შერაზადიშვილი თეატრის ქომაგის წოდებით დაჯილდოვდა.

საიუბილეო  თარიღი, ბოლნისის თეატრმა,  სიმბოლურად მაყურებლისთვის ერთ-ერთი საყვარელი სპექტაკლით, უილიამ შექსპირის „ჰამლეტით“ აღინიშნა, ლაშა ნოზაძის რეჟისურით, ბოლნისის თეატრალურმა  დასმა სპექტაკლი  განსხვავებული ინტერპრეტაციით  ითამაშა, ინტერაქციული დადგმა, განსხვავებული სცენოგრაფია და მსახიობების გამორჩეულმა  შესრულებამ  კლასიკურ პიესას პოსტმოდერნისტული ელფერი შესძინა.

დიდი წარსულისა და ღირებულებების მატარებელი თეატრის სიმბოლოდ, ღონისძიების  დასასრულს, კულტურის სახლის შესასვლელში საზეიმოდ გაიხსნა ვარსკვლავი  „ბოლნისის თეატრი 80“ წლის.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები