საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე და ლუგარის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი პაატა იმნაძე, მთავარ ეპიდემიოლოგებთან ერთად დღეს ბოლნისს ესტუმრნენ. შეხვედრა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან დავით შერაზადიშვილთან, მაჟორიტარ დეპუტატთან გოგი მეშველიანთან და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან შოთა რეხვიაშვილთან ერთად შედგა. ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა, მათ მუნიციპალიტეტში კორონავირუსის წინაარმდეგ გატარებული და მიმდინარე პრევენციული ღონისძიებების შესახებ დეტალური ინფორმაცია გააცნო.
საქართველოს მასშტაბით კოვიდ-19-ის ყველაზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ჩვენს მუნიციპალიტეტში ფიქსირდება. დღეის მონაცემებით კორონავირუსი 107 მოქლაქეს დაუდგინდა. აქედან რვა გამოჯანმრთელდა სამი კი გარდაიცვალა. თვითიზოლაციაში იმყოფება 275 ადამიანი, კარანტინში კი 99. აქედან გამომდინარე წითელ ზონად გამოცხადებულ რეგიონს განსაკუთრებული ყურდღება ეთმობა.
შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში მიმდინარეობდა და ინფორმაციულად საკმაოდ სენსიტიური თემები იქნა განხილული. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის კონტროლის მიზნით, სამოქმედო გეგმა დასახეს, რომლის განხორციელებაც უახლოეს დღეებში დაიწყება. ასევე არ გამოირიცხება უახლოეს დღეებში ქვემო ბოლნისში მოიხსნას ბლოკ-პოსტი და სოფელში აღდგეს თავისუფალი მიმოსვლა.
[:]