ბუნების პეიზაჟები, ყვავილები, თბილი და ნათელი ფერები, აკვარელის საღებავებით გადმოცემული შინაგანი სამყარო, ეს ახალგაზრდა შემოქმედის ანი წამალაშვილის ხელწერაა.-მე ვარ ანი წამალაშვილი, დავიბადე ბოლნისში, არაჩვეულებრივ მოსიყვარულე ოჯახში. ბედნიერი ბავშვობა მქონდა, ტკბილად მახსენდება ბებია-პაპებთან გატარებული დრო, პატარა ვიყავი, თუმცა კარგად მახსოვს, როგორ მასწავლიდა ბებია საკმაოდ დიდ ლექსებს, სიმღერებსა და იგავებს, არასოდეს დამავიწყდება ეს პერიოდი. დღემდე მახსოვს შემწვარი კომშისა და ვაშლის სურნელი.-ხელოვნებით რომელი ასაკიდან დაინტერესდი?- ოჯახის თითოეულ წევრს დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ხელოვნება ასე ძალიან მიყვარს. ხატვა დედამ და ბებიამ შემაყვარეს. მათ მასწავლეს ცის, გოგონების, ბალახებისა და ყვავილების ხატვა. მამა კი ჟიური გახლდათ, ნახატებს პირველი მას ვაჩვენებდი. ორი-სამი წლის ასაკიდან ვხატავ, თავიდან, რა თქმა უნდა, ჩემებურად, ბავშვურად. ფანქარი და ფურცელი ყოველთვის საწოლთან მედო.

სკოლის პერიოდში მისთვის საყვარელმა საქმემ თავისდაუნებურად უკან გადაინაცვლა, თუმცა ხატვის სურვილი არასოდეს დაუკარგავს, შემდეგ სიმღერის სიყვარულმა გაიტაცა, ხმამაც ხელი შეუწყო, სახლში ბებიასთან ერთად მღეროდა და კარგი დუეტიც გამოსდიოდათ. ამჯერად, ამ კუთხით შეეცადა ცოდნის გაღრმავებას, მღეროდა რამდენიმე გუნდში.„სკოლის დამთავრების შემდეგ კულტურის სახლში გავიცანი უნიჭიერესი მხატვარი ნოდარ გოგებაშვილი, ვიარე რამდენიმე გაკვეთილი, მისი საოცარი გადმოცემის უნარით შევძელი ფერადი ფანქრიდან საღებავზე და ფუნჯზე გადასვლა.-როგორია შენი ნახატები?-ჩემი ნახატები თბილი და ნათელია. მსიამოვნებს ბუნების პეიზაჟების და სიძველეების ხატვა, მიყვარს სიახლეები და ვცდილობ ყველანაირი მიმართულებით ვხატო. ისპირაციის წყარო ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანებია, რომ არა მათი სიყვარული, ჩემი შემოქმედება არ იქნებოდა ასე მრავალფეროვანი.-რა დროს უთმობ ხატვას?-დრო ცოტა მაქვს, ჩემი პატარა როცა იძინებს, მაშინ ვხატავ, ძალიან მეხმარება და გვერდში მიდგას მეუღლე, რომელიც ყველაზე დიდი სტიმულია, შეფასებაც ობიექტური აქვს, ხატვის პროცესში კარგ რჩევებს მაძლევს.-როგორ გარემოში ხატავ?-მთავარია მყუდროდ ვიყო და მნიშვნელობა არ აქვს სად დავხატავ. ხშირად მემართება ასე, მინდა კონკრეტული ნახატის დახატვა და სანამ არ დავხატავ, საშინელ სიცარიელეს ვგრძნობ. მიყვარს ზაფხული, სითბო, ეზოში ხატვა, ამ ბოლო დროს სარდაფი განუყოფელ ნაწილად მექცა, რადგან ყველაზე მყუდროდ იქ ვარ. ხატვის დროს, მეკარგება დროის შეგრძნება.-ნახატებს სოციალურ ქსელში ათავსებ, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება?-რამდენიმე თვეა, რაც შევქმენი ჩემი ნახატების ჯგუფი და ამის შემდეგ დაიწყო საზოგადოების დაინტერესება. მინდა ყველა ადამიანს უდიდესი მადლობა გადავუხადო ამდენი სითბოსთვის, მაბედნიერებს თითოეულის შეფასება.-სამომავლო გეგმები თუ უკავშირდება ხატვას?-გეგმები რა თქმა უნდა უკავშირდება ხატვას. ვფიქრობ მოვაწყო გამოფენა, ბევრ სიახლეს ვგეგმავ შემოქმედების კუთხით, არასოდეს შევჩერდები კონკრეტულზე, როდესაც მიზანს ვისახავ, აუცილებლად ვაღწევ.

მაგდა დევნოზაშვილი