HomeTVძველმა გერმანულმა უბანმა ღვინის ფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლა

ძველმა გერმანულმა უბანმა ღვინის ფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლა

ღვინის არომატითა და სურნელით გაჟღენთილმა  ძველმა გერმანულმა უბანმა, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალს კიდევ ერთხელ უმასპინძლა. ტრადიციულ ღონისძიებაზე, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულმა 60-მდე მეღვინემ, განსხვავებული გემოვნური თვისებებით გამორჩეული საკუთარი ღვინოები წარადგინა.

ფესტივალის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში, სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი აქტივობა გაიმართა, სადაც სტუმრებს, მრავალფეროვანი ღვინის დაგემოვნებისა და მეღვინეებთან უშუალო ურთიერთობის შესაძლებლობა ჰქონდათ. ღონისძიების ფარგლებში, ბრმა დეგუსტაციაზე, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 144 ნიმუში შეაფასა და 10 გამარჯვებული ღვინო გამოავლინა, რომელიც მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება.

ღვინის ფესტივალი, რომელიც კომპანია არემჯის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით და ორგანიზებით გაიმართა, უკვე მეოთხე წელია მეღვინეებს, ღვინის მოყვარულებს, სომელიეებსა და დიპლომატიური კორპუსის წევრებს, ერთ სივრცეში აერთიანებს, რაც ბოლნისში ღვინის კულტურის პოპულარიზაციას და ადგილობრივი მეღვინეების განვითარებას უწყობს ხელს.

ძველ გერმანულ უბანში, მთელი დღის განმავლობაში, გასართობი და მრავალფეროვანი აქტივობებით დატვირთული ღვინის ფესტივალი, ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტით დასრულდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები