პარასკევი, ოქტომბერი 11, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში სარწყავი წყლის მიწოდება უმჯობესდება

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, 200 000 ჰექტრამდე გაიზრდება წყალუზრუნველყოფილი ფართობები, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ სარწყავი წყალი და დაამუშაონ მეტი ფართობი. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების გასარწყავიანება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. წყლის დებეტის ნაკლებობა  მოსავლიანობას პრობლემებს უქმნის. წყალუზრუნველყოფილი ფართობების  გაზრდის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს ,,საქართველოს მელიორაციამ“ ქვემო ქართლში, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალური არხების რეაბილიტაცია დაიწყო.

საექსპლუატაციო ღონისძიებების დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, არახლოსა და რანჩპარის მაგისტრალურ არხებზე სამუშაოების განხორციელების შედეგად, ბალახაურში, ხიდისყურსა და ნახიდურში 810 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდება.

სამუშაოების ფარგლებში, ორივე არხი გასუფთავდა ბუჩქნარისგან. არახლოს არხზე მოეწყობა 6,3 კმ. სიგრძის რკინა-ბეტონის არხი, ხოლო რანჩპარის გრუნტიანი არხი, საპროექტო ნიშნულამდე აღდგება. ორივე მაგისტრალზე  მოეწყობა სხვადასხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობები.გასულ წლებში დებეტის გაზრდის მიზნთ სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა სარწყავი არხის სათავე ნაგებობებზე,ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა კაზრეთის,იმირასანისა და ე.წ ზედა არხს.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები