კვირა, ოქტომბერი 13, 2024
spot_img

RDYE პროექტზე რეგისტრაცია გრძელდება

პროექტი „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ RDYE იწვევს 18-35 წლის ახალგაზრდებს სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან, რათა განავითარონ სამეწარმეო უნარები და შექმნან მდგრადი, ახალი და/ან არსებული ახალგაზრდული საწარმო.

რეგისტრაცია შესაძლებელია ონლაინ – ,  და ენებზე ან ქვემოთ მოცემული QR კოდების მეშვეობით. რეგისტრაციის ბოლო ვადაა 31 მარტი!

ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის (RDYE) არის 3.5 წლიანი პროექტი, რომელსაც ახორციელებს მერსი ქორფსის წარმომადგენლობა საქართველოში (Mercy Corps Georgia) ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით.

პროექტის განხორციელების მხარდამჭერები არიან ლიბერთი ბანკი და სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი.

RDYE პროექტის სამიზნე მუნიციპალიტეტებია:

ქვემო ქართლი  რუსთავი, მარნეული, ბოლნისი, გარდაბანი, თეთრიწყარო, წალკა

სამცხე-ჯავახეთი ბორჯომი, ასპინძა, ადიგენი, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა

შიდა ქართლი  გორი, ქარელი, კასპი

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, დუშეთი, თიანეთი

პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით განხორციელდა და  704 ახალგაზრდამ მიიღო შესაბამისი ცოდნა საწარმოების მართვისა და განვითარების მიმართულებით.

RDYE პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია 800-მდე ახალგაზრდის გადამზადება.

საერთო ჯამში, პროექტი ხელს შეუწყობს 1,500-ზე მეტ 18-35 წლის ახალგაზრდას (50% ქალი), მათ შორის, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობების წარმომადგენლებს, მაღალმთიანი სოფლების მკვიდრებს, ეკომიგრანტებს, იძულებით გადაადგილებულ და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, განივითარონ სამეწარმეო უნარები და შესაძლებლობები, რათა შექმნან 50-ზე მეტი მდგრადი, ახალი ან/და გააფართოვონ უკვე არსებული, ახალგაზრდების მიერ მართული სოფლის მეურნეობისა და არასასოფლო-სამეურნეო საწარმო/ბიზნესი.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები