დაბა კაზრეთის კულტურის სახლს კომპანია „არემჯის“ მოწვევით მუსიკალური ჯგუფი ¼ ესტუმრა და ახალგაზრდებისათვის კონცერტი გამართა. საუკეთესო საახალწლო განწყობის შესაქმნელად, საინციატივო ჯგუფის დახმარებით წინასწარ მოხდა დაბაში ახალგაზრდების გამოკითხვა, რომლებმაც არჩევანი ჯგუფ ¼-ზე შეაჩერეს. ახალგაზრდებისთვის ნაცნობი და საყვარელი სიმღერები სცენაზე დაახლოებით საათ ნახევარი ჟღერდა, მუსიკოსებმა მხურვალე ტაში არაერთხელ დაიმსახურეს, საზოგადოება მალევე აიყოლიეს, მაყურებელმა დარბაზიდან სცენისკენ გადაინაცვლა და ჯგუფთან ერთად არაერთი მათთვის საყვარელი სიმღერა შეასრულა. საახალწლო კონცერტი საზეიმო ფოიერვერკით დასრულდა.
ბოლნისში დღეს იუსტიციის სახლის რიგით 24-ე ფილიალი გრანდიოზულად გაიხსნა. იუსტიციის სახლის გახსნას საქართველოს ვიცე-პრემიერი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი, ბოლნისის მუნიცპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
ლენტი თეა წულუკიანმა დავით შერაზადიშვილთან ერთად გაჭრა და ბოლნისელებს ახალი ფილიალის გახსნა მიულოცა.
დღეიდან იუსტიციის სახლის 450-ზე მეტი სერვისით სარგებლობა უკვე ბოლნისის მცხოვრებთაც შეუძლიათ. იუსტიციის სახლის მშენებლობა ბოლნისში თეა წულუკიანის, ინიციატივით, 2018 წლის დეკემბერში დაიწყო. ეს ფილიალი ქვემო ქართლის რეგიონში რიგით მესამეა.
იუსტიციის სახლის გახსნასთან დაკავშირებით ახალი შენობის ფასადზე ლაზერული შოუ მოეწყო და საზეიმო კონცერტი გაიმართა.
,,დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა იუსტიციის სახლი, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ჩვენს ქალაქში წელს განხორციელდა. დღეიდან ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ, ერთი ფანჯრის პრინციპით, 450-ზე მეტი სახელმწიფო სერვისი კომფორტულ გარემოში მიიღონ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალურ მთავრობას ეფექტური თანამშრომლობა და მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს იუსტიციის მინისტრს ქალბატონ თეა წულუკიანს ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის დაგმემვისა და წარმატებით განხორციელებისთვის”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
27 დეკემბერს, ბოლნისის კუტურისა და დასვენების პარკში ბადრი უგულავას ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა. სადაც მონაწილეობდნენ ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის ორი გუნდი და დაბა კაზრეთის ერთი გუნდი. ფინალურ შეხვედრას დაბა კაზრეთის გუნდი გამოეთიშა. პირველი მეორე ადგილები ბოლნისელმა ფეხბურთელებმა გადაინაწილეს და მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ. პირველ ადგილზე გასულმა გუნდმა კი, მედლებთან ერთად, გარდამავალი თასი მოიპოვა. ტურნირი მინი ფეხბურთში, ბადრი უგულავას მეგობრებისა და, მუნიციპალიტეტის ორგანიზებით გაიმართა.
კომუნალური მეურნეობის სამსახურმა ტრადიციულად, წელსაც დამდეგი ახალი წელი თანამშრომლებს მიულოცა, ხოლო მათ, ვინც ყოველი დღის ოთხი საათიდან, დაღამებამდე ქალაქის სისუფთავესა და იერსახეზე ზრუნავს, საახალწლო ნობათი გადასცა. საჩუქრების შესაძენად თანხა საჯარო მოხელეთა პროფესიული კავშირის ბოლნისის რაიონულმა კომიტეტმა ორგანიზაციის საწევროდან გამოყო. შოკოლადის ასორტი, მაიონეზი, კარაქი, ბრინჯი, შაქარი და სხვა, ეს იმ პროდუქტების არასრული ჩამონათვალია, რითაც სამსახური თანამშრომლებს მეთერთმეტე წელია ასაჩუქრებს.
პროექტი „ღირსეული სიბერე“ 2020 წელსაც გაგრძელდება. დავით შერაზადიშვილმა და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია ,,თანხმობის“ პრეზიდენტმა, იულია ხარაშვილმა, სამომავლო თანამშრომლობისთვის ერთწლიან ხელშეკრულებას დღეს მოაწერეს ხელი.
ხელშეკრულების თანახმად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტს „ღირსეული სიბერე“ ბოლნისის მუნიციპალიტეტი ფინანსურ დახმარებას წელსაც გაუწევს.
პროექტის ფარგლებში 2016 წლიდან დაბა კაზრეთში ფუნქციონირებს დღის ცენტრი, რომელიც ყოველდღიურად 130 ხანდაზმულს მასპინძლობს და მათ სხვადასხვა სერვისს სთავაზობს.
26 დეკემბერს, რიტუალური მომსახურების სააგენტოში, ამავე ორგანიზაციის ინიციატივით ჩატარდა ტრენინგი თემებზე: დასაქმებულთა შრომითი სოციალურ-ეკონომიკური და სამართლებრივი უფლება მოვალეობები, რომელიც რეგულირდება საქართველოს კანონის შრომის კოდექსით და ,,საქართველოს კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ“- მოთხოვნები და რეკომენდაციები. სემინარს უძღვებოდა საქართველოს პროფესიული კავშირის გაერთიანების იურიდიული დეპარტამენტის იურისტი თამარ სურმავა, სადაც მონაწილეობდნენ ამერიკის ,,სოლიდარობის ცენტრის“ ექსპერტი ია ყაყიჩაშვილი და საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე მანანა გელაშვილი. ტრენინგი დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. ნინო შეყილაძე, რიტუალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელი: ,,რიტუალური მომსახურების სააგენტოში, სულ რაღაც ერთი თვეა დაფუძვნდა პროფკავშირები რომელშიც 67 თანამშრომელი გავწევრიანდით. ჩვენი მოთხოვნით ჩატარდა ტრენინგი პროფკავშირების უფლებების, დასაქმებულთა და შრომის სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და გაუმჯობესების შესახებ. მინდა რომ ჩემმა თანამშრომლებმა აიმაღლონ ცოდნა შრომითი უფლებების საკითხში. მანანა გილაშვილი, საქართველოს საჯარო მოსამსახურეთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარის მოადგილე: ჩვენ ბოლნისში ვატარებთ ტრენინგს პროფკავშირების უფლებების, დასაქმებულთა შრომის, სოციალურ-ეკონომიკური უფლებეის დაცვისა და გაუმჯობესების შესახებ, უფლებები რომელიც რეგულირდება საქართველოს ორგანული კანონის შრომის კოდექსის შესაბამისად და მეორე თემა ახალი კანონი შრომის უსაფრთხოების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანია და ის ავალდებულებს დამსაქმებელს ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების ინსპექტორი მაინც, რომელიც კონტროლს გაუწევს ადგილზე შრომის პირობებს და თავდაცვის რეგულაციებს. სემინარი დაფინანსებულია ამერიკის პროფკავშირების სოლიდარობის ცენტრის მიერ.
2020 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე, ბოლნისის მუნიციპალიტეტმა საახალწლო აქტივობები განსხვავებულ და საინტერესო რეჟიმში დაიწყო. კერძო და საჯარო სკოლების ჩართულობით, მერიის წინ საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. საახალწლო განწყობის შესაქმნელად კი ადგილობრივმა შემოქმედებითმა კოლექტივებმა იზრუნეს. თოჯინების თეატრმა პატარებს საყვარელი ზღაპრის გმირების მონაწილეობით, საინტერესო სანახაობა წარუდგინა. საშობაო აქსესუარებმა, სახალისო ყიდვა-გაყიდვამ, ცეკვებმა და სიმღერებმა, მრავალფეროვანმა სანახაობამ საახალწლო განწყობა კიდევ უფრო გაალამაზა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში საახალწლო ნაძვის ხე საზეიმო ვითარებაში პირველად განათდა. ცერემონიალს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
საახალწლოდ დაგეგმილი ღონისძიებათა ციკლი 25 დეკემბერს დაიწყო და 30 დეკემბერს, მთავარი ღონისძიებით დასრულდება, რომელიც ტრადიციულად, მუნიციპალიტეტის შენობის წინ გაიმართება. ბოლნისელების განწყობაზე ჯგუფი ,,Reggaeon“ და DJ SET იზრუნებს.
საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მაჟორიტარმა და მუნიციპალიტეტის მერმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, სათნოების სახლის ბენეფიციარებს მოახლოებული დღესასწაული მიულოცეს და საახალწლო ნობათები გადასცეს. კვების პროდუქტები დღეს 170 ოჯახმა მიიღო. მუნიციპალიტეტისგან საახალწლო ნობათები მიიღეს შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ბენეფიციარებმაც. ხელმძღვანელობამ შინ მოვლის სერვისით მოსარგებლე ოჯახები მოინახულა, დამდეგი შობა-ახალიწელი მიულოცა და ტკბილეული მიუტანა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში 350 ბენეფიციარს ყოველდღიურად ერთჯერადი საკვებით უმასპინძლდება.
შვიდ ფინალისტს შორის საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელის’’ გამარჯვებული დაბა კაზრეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე საბა შალიკიანი გახდა. პროექტი,რომლის გენერალური სპონსორი კომპანია ,,არემჯია’’ ბოლნისში 3 კვირიანი დაძაბული მარათონის შემდეგ დასრულდა. ისტორიის კონკურსის საფინალო შეხვედრას და გამარჯვებულების გამოვლენას ბოლნისის მერიამ უმასპინძლა. მონაწილეებს და მათ პედაგოგებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ,ხოლო პროექტის გამარჯვებული ,,დიდგორელი’’,, არემჯისგან’’ ექვსი თვის მანძილზე სტიპენდიას მიიღებს.
ბოლნისის
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მხარდაჭერილი საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივის’’
პროექტი დასრულდა. ერთი წლის მანძილზე ,,ილია
ჭავჭავაძის შემოქმედებითმა კლუბმა’’ ბოლნისელი მოსწავლეებისთვის თორმეტი აქტივობა განახორციელა. შემაჯამებელი ღონისძიების თემა განათლება, აღზრდა, შემეცნება და სამოქალაქო კულტურა იყო, მოეწყო სემინარი და შემეცნებითი თამაშები,რის
შემდეგაც პროექტი საზეიმოდ დაიხურა, სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ აქტიური მონაწილეები,
ხოლო პროექტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და
ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის უფროსს.
საზოგადოებრივი გაერთიანება ,,ეროვნული იმპერატივის ‘’ პროექტი მიზნად ისახავდა რეგიონში კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის სტიმულირება – წახალისებასა და ხელშეწყობას,არაფორმალური განათლების კომპონენტების დანერგვასა და პოპულარიზაციას,ახალგაზრდების სახელმწიფოებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.