პარასკევი, აგვისტო 15, 2025
spot_img
Home Blog გვერდი 217

ზურაბ პეტრიაშვილის სახელობის ტურნირი ფეხბურთში

0

ბოლნისის სპორტულ ცხოვრებაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა  საფუძველი, ქართული სპორტის დიდი ქომაგის,  ზურაბ პეტრიაშვილის სახელობის ტურნირი ამიერიდან ყოველწლიურად ჩატარდება. მიმდინარე ტურნირში მხოლოდ ადგილობრივი ფეხბურთელები მონაწილეობდნენ, როგორც ერთ-ერთი ორგანიზატორი აცხადებს, მომავალი წლიდან  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გუნდებიც ჩაერთვებიან. ტურნირის ჩატარების იდეა ზურაბ პეტრიაშვილის სამეგობროს ინიციატივით გაჩნდა და მიზანი სპორტის ამ სახეობის პოპულარიზაციაა. ბოლნისის კულტურისა და დასვენების  პარკში ტურნირი 21 დეკემბერს გაიმართა, გამოვლინდნენ   გამარჯვებულები.  პირველ ადგილზე გასულმა  გუნდმა  გარდამავალი თასი, მედლები და სიგელები მიიღო,ხოლო მეორე ადგილზე გასული მედლებით და სიგელებით დაჯილდოვდა.

25 დეკემბერს, ბოლნისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება

0

25 დეკემბერს, ბოლნისის მთავარი საახალწლო ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ღონისძიება სხვადასხვა აქტივობით იქნება დატვირთული.

პროგრამა:

16:00 საათი – სახალხო სეირნობა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ხელოვანი ადამიანების თვითნაკეთი ნივთების, აგრეთვე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ფართო სპექტრის გამოფენა – გაყიდვები და სხვადასხვა საახალწლო ინსტალაცია, საზოგადოების მხრიდან ფოტო – სესიის გამართვა ანიმაციის სხვადასხვა გმირთან.

17:00 საათი – პატარებისათვის გაიმართება კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრის სპექტაკლი „სათაგური“.

17:15 საათი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების წარმომადგენელთა კონცერტი.

18:00 საათი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ნაძვისხის სახალხო – სადღესასწაულო ანთების ცერემონია.
მობრძანდით და ერთად შევიქმნათ წინასაახალწლო განწყობა!

კომპანია ,,არემჯიმ“ სკოლა-ლიცეუმ ,,პრომეთეს“ უმასპინძლა

0

სკოლის 19-მა მოსწავლემ და პედაგოგებმა მოინახულეს კარიერი და კომპანიის სამუშაო პროცესს გაეცნენ, რამაც ბავშვებში დიდი დაინტერესება გამოიწვია.

კომპანიაში მოსწავლეების ვიზიტი სკოლის ღია გაკვეთილის ფარგლებში დაიგეგმა, მერვე კლასის დამრიგებლის ინციატივით მოსწავლეები პერიოდულად მშობლების პროფესიას გაეცნობიან.

,,არემჯის“ მენეჯმენტის ინიციატივით სამომავლოდ დაინტერესებული პირები და ტურისტული ჯგუფები შეძლებენ სამთო ტურის ფარგლებში კომპანიის მონახულებას.

ბოლნისი წელს მეორედ გახდა საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი

0

ბოლნისი წელს უკვე მეორედ გახდა საქართველოში საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტი, ნომინაციაში ,,მუნიციპალური სოციალური პროგრამები მოწყვლადი ჯგუფებისთვის”.
საქართველოდან 38 პროექტი იქნა წარდგენილი და აქედან მხოლოდ 5 მუნიციპალიტეტი გახდა გამარჯვებული: ბოლნისი, ქუთაისი, ცაგერი, ზუგდიდი და ბათუმი.

თოჯინები თეატრი გიწვევთ საშობაო ზღაპარზე

0

24 და 26 დეკემბერს 17 საათზე,  ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი და  კულტურის სახლთან არსებული თოჯინების თეატრი გეპატიჟებათ ,,მელია დედობილის საშობაო ზღაპარზე“. თქვენ გელით დაუვიწყარი საშობაო  მასკარადი, ზღაპარი, სადაც თოჯინები ცოცხლდებიან და ნამდვილ გმირებად იქცევიან.

სეანსები გაიმართება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში. 

ბილეთის ფასია 2 ლარი.

დავით შერაზადიშვილმა სამ შშმ პირს ეტლები გადასცა

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა სოფელ სავანეთში, ხიდისყურსა და ქვემო ბოლნისში მცხოვრები სამი შშმ პირი მოინახულა, მათ საჭიროებებს ადგილზე გაეცნო და საჩუქრად ეტლები გადასცა.

პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტმა ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ მხარდაჭერით განახორციელა. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტმა პარტნიორ არასამთავრებო და კერძო ორგანიზაციბთან თანამშრომლობის შედეგად 2017-2019 წლებში ბოლნისში მცხოვრებ სხვადასხვა ასაკის შშმ პირს ჯამში 27 ეტლი გადასცა.

“დღეს მოგვეცა შესაძლებლობა მუნიციპალიტეტში მცხოვრები შშმ პირებისთვის გადაგვეცა სამედიცინო ეტლი. ეს აქცია დღეს არ მთავრდება და ჩვენ მაქსიმალურ მხარდაჭერას აღმოვუჩენთ ყველა იმ პირს, რომლებიც ეტლით სარგებლობენ და მისი შეცვლის საჭიროება გააჩნიათ. მინდა მადლობა გადავუხადო ასოციაციას ,,საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისთვის“, რომელიც ჩვენი საიმედო პარტნიორია. ბოლნისის მუნიციპალიტეტი მუდმივად ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის პირობების გაუმჯობესებაზე. ამ მხრივ მუნიციპალიტეტი ახორციელებს არაერთ სოციალურ პროგრამას, რომლებიც უშუალოდ ამ შშმ პირების საჭიროებებზეა მორგებული” , – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

17 დეკემბერი სამთოელის დღე

0

 „არემჯის“ მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, კომპანიაში 17 დეკემბერი სამთოელის დღედ გამოცხადდა. 

პროფესიული დღის აღსანიშნავად, „არემჯის“ კაზრეთის ოფისში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელზეც 2019 წლის საუკეთესო სამთოელები დაჯილდოვდნენ. 

ღონისძიებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი, ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი, მუნიციპალიტეტის მერი, ასევე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის  წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომპანიის თანამშრომლებს სამთოელის დღე საქართველო ტექნიკური უნივერსიტეტისა და პროფესიული სასწავლებლის წარმომადგენლებმა მიულოცეს. მათ ღონისძიებაზე  კომპანიასა და საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის წარმატებულ თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

„წმინდა ბარბარეს ხსენების დღე, რომელიც არის სამთოელების მფარველი, პროფესიულ დღედ დავაწესეთ და დასვენებად გამოვაცხადეთ. ის თანამშრომლები, რომლებიც 24 საათიანი საწარმოო ციკლის გამო ვერ შეძლებენ დასვენებას, აღნიშნული დღის შრომის ანაზაურებას ორმაგი ოდენობით მიიღებენ.  მინდა მივულოცო თითოეულ თანამშრომელს სამთოელის დღე, მადლობა 00გადავუხადო მათ ერთგულებისა და თავდაუზოგავი შრომისათვის. დღეს ძალიან კარგ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი, ყოველწლიურად 17 დეკემბერს „არემჯის“ წლის შემაჯამებელ  ღონისძიებას გავმართავთ და საუკეთესო სამთოელებს გამოვავლენთ. ვულოცავ წლევანდელ გამარჯვებულებს და იმედი მაქვს, რომ ეს იქნება სტიმული ყველა თანამშრომლისთვის“ – განაცხადა არემჯის აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე ლიპარტიამ.

ხატისოფელსა და ცურტავში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა

0

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან  ღია შეხვედრების დროს, ხატისოფლისა და ცურტავის მოსახლეობამ, სასმელი წყლის  პრობლემის მოგვარება მოითხოვა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა და აღნიშნული საკითხი გადაიჭრა. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ხატისოფელში წყლის ტუმბო გამოიცვალა, ახალი დანადგარის საშუალებით კი 80 ტონიანი რეზერვუარის შევსებაა შესაძლებელი. პარალელურად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ტერიტორია, სადაც  ჭაბურღილი და წყლის რეზერვუარია დამონტაჟებული, ეკალ-ბარდისგან გაასუფთავა.

სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრა ასევე სოფელ ცურტავშიც, ძველი, მწყობრიდან გამოსული ტუმბო ახალმა ჩაანაცვლა. შეიცვალა  5 კმ სიგრძის კოროზირებული მილი. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება აღდგა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტში კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ გაიმართა

0

მეორე სეზონია ,,არემჯი“ პროექტ ,,დიდგორელის“ გენერალური სპონსორია.
,,დიდგორელი“ ისტორიის კონკურსია, რომელშიც კერძო და საჯარო სკოლების 117 მოსწავლე ჩაერთო, რომლებმაც სპეციალურად შედგენილი ტესტი დაწერეს და ისტორიაში საკუთარი ცოდნა გამოსცადეს.
კონკურსის დასრულების შემდეგ პროექტის ყველა მონაწილეს საჩუქრად ,,დიდგორლის“ მედალიონი, სიგელი და წიგნები გადაეცა. საზეიმო დაჯილდოებას ბოლნელი მთავარეპისკოპოსი ეფრემი და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, მათ სკოლის მოსწავლეებს წარმატებები უსურვეს.
საუკეთესო მოსწავლეებს დეკემბრის ბოლოს ჟიური გამოავლენს, რომლებსაც სპეციალურ პრიზებს გადასცემენ.

გამწვანების აქცია ბოლნისში

0

ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ე.წ. სასროლეთის ტერიტორიასა და „მომავლის ბაღში“ გამწვანების მასშტაბური სამუშაოები განახორციელა, საერთო ჯამში 800 ნერგი დაირგო.
გამწვანების აქციაში, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილიც ჩაერთო.
აქციის ფარგლებში 100 ძირი ფშატი, 200 ძირი საპნის ხე, 100 ცაცხვი, 100 ნეკერჩხალი, 200 ძირი იფანი, და 100ძირი თრიმლი დაირგო.