ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, „ინიციატივების თანადაფინანსების“ პროექტის ფარგლებში, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოსაცდელი მოეწყო, რომლის იდეაც ბალიჭის საინიციატივო ჯგუფმა, მარიამ ნასყიდაშვილის ხელმძღვანელობით შეიმუშავა.
,,ინიციატივების თანადაფინანსების“ პროგრამა 2021 წელს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულმა სამსახურმა, რუსთავის მოდელის ანალოგზე, მათთან თანამშრომლობით შექმნა, რომლის მიზანია, ბოლნისის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სრულწლოვანი მოქალაქეების, საინიციატივო ჯგუფების და არასამთავრობო ორგანიზაციების, გააქტიურება, მათი ინიციატივების მხარდაჭერა და მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების თანადაფინანსება.
,,ჩვენმა საინიციატივო ჯგუფმა შეიმუშავა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებდა დაბა კაზრეთში №1 საჯარო სკოლის წინ მოსაცდელის მოწყობას, მოსახლეობას აღარ მოუწევდა ცუდ და წვიმიან ამინდში ღია ცის ქვეშ მოცდა. დაფინანსდა იდეა და განხორციელდა წარმატებით. ამ პროექტის საშუალებით დაბაში მოგვარდა დიდი ხნის პრობლემა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიას და „რუსთავის ინოვაციების ჰაბს“ ფინანსური მხარდაჭერისთვის და თანადგომისთვის, მოხარული ვარ, რომ აღნიშნული პროექტები გვაძლევს საშუალებას, მცირედი წვლილი შევიტანოთ, ჩვენი ქვეყნისა, თუ დაბის განვითარებაში,“განაცხადა მარიამ ნასყიდაშვილმა.