თეთრიწყარო-დაღეთი-ტოპანი-ბოლნისის საავტომობილო გზაზე მიმდინარე სარეაბილოტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტის მიმდინარეობა დღეს ქვემო ქართლის გუბერნატორმა, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბოლნისის მაჟორიტარ დეპუტატთან და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად მოინახულა. პროექტის განხორციელების შედეგად 6 კმ-მდე გრუნტოვან გზაზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგო. მოეწყო ხელოვნური ნაგებობები, შიდა გზებთან მიერთებები, გზის ჰორიზონტალური მონიშვნები და საგზაო ნიშნები, სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბრის თვეში დასრულდება, რის შედეგადაც მოსახლეობა უსაფრთხო და კომფორტული გზით ისარგებლებს.