დაბა კაზრეთის პირველი და მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეები, თამარ ჯაყელი და მურო ექიზაშვილი Flex_ის პროგრამის გამაჯვებული მოსწავლეები არიან, მათ პროგრამის სამივე ეტაპი წარმატებით გადალახეს და გამარჯვებაც ღირსეულად მოიპოვეს. მურო ექიზაშვილს და თამარ ჯაყელს ერთი წლის განმავლობაში ამერიკელი ოჯახები უმახსპინძლებენ.
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX), სკოლის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე. პროგრამა სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. კონკურსში მონაწილეობის მიღება წელიწადში მხოლოდ ერთხელ IX, X, XI კლასის იმ მოსწავლეებს აქვთ, რომელებიც მაღალ დონეზე ფლობენ ინგლისურ ენას.
მურო ექიზაშვილი, დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლის მოსწავლე:
– ჩვენს სკოლას არაერთი Flex_ის ფინალისტი ჰყავს, როგორც კი ასაკობრივ კრიტერიუმში მოვხვდი, რა თქმა უნდა მეც ჩავერთე. წელს შევძელი და გავიარე ყველა ეტაპი, რომელიც საკმაოდ კომპლექსური აღმოჩნდა, მოიცავდა ტესტირებებს, თემების წერას, ინტერვიუს, ჯგუფურ სამუშაოს. შედეგად გამარჯვებულ 80 ქართველ ფინალისტს შორის ვარ, რომელებიც 2020-21 სასწავლო წელს ამერიკაში გავატარებთ. დარწმუნებული ვარ ეს წელი ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო, თავგადასავლობითა და გამოწვევებით სავსე იქნება. ამ პროგრამამ უკვე შეცვალა ძალიან ბევრი რამ, უმთავრესი მიზანი რაც მასწავლა ისაა რომ , არასდროს უნდა დანებდე, იპოვო ენერგია საკუთარ თავში და იბრძოლო.
თამარ ჯაყელი, დაბა კაზრეთის №1 საჯარო სკოლის მოსწავლე:
– Flex_ის პროგრამით თავიდან სამი წლის წინ დავინტერესდი, როცა ჩემი სკოლიდან ერთ-ერთმა მოსწავლემ გაიმაჯვა, მაშინ ვფიქრობდი, რამდენად კარგი იქნებოდა თუ მეც ოდესმე შევძლებდი ასეთი წარმატების მიღწევას. დავიწყე მეტი შემართებით მეცადინეობა და წელს გავედი შესარჩევ ტურზე. ვერ გეტყვი, რომ ვღელავდი ყველა ტური გადავლახე წარმატებით, თუმცა COVID_19-თან დაკავშირებულმა რთულმა მდგომარეობამ სულ გამიქარწყლა იმედი, აღარ ველოდი ზარს, თუმცა ყველაფერი შეიცვალა დამირეკეს და მახარეს, რომ 2020-2021 წლის ფინალისტი ვიყავი. ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქინდა. მთავარია დაისახო მიზანი და აუცილებლად მიაღწევ.
[:]