ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში მოქალაქეთა ინიციატივებისთვის 1 500 000 (მილიონ ხუთასი ათასი) ლარი იქნება გათვალისწინებული. სულ 5(ხუთი) ინიციატივა დაფინანსდება, თითოეული პროექტის ღირებულება 300 000 ლარს არ უნდა აჭარბებდეს. 5 ინიციატივას კი თავად მოქალაქეები კენჭისყრის გზით შეარჩევენ. 2 პროექტი დაფინანსდება ქალაქ ბოლნისში (ქალაქში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 2 (ორი) პროექტიც მიიღებს), ხოლო 3 პროექტი სასოფლო დასახლებებში (სოფლებში განსახორციელებელი იდეებიდან ყველაზე მეტ ხმას რომელი 3 (სამი) პროექტიც მიიღებს).
პოპულარული სიახლეები
ოცნებების დამზადება ეპოქსიდით
ჩვენს სამყაროში, სადაც კრეატიულობას საზღვარი არ აქვს, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ირჩევენ არატრადიციულ მასალებს თავიანთი ხედვების გასაცოცხლებლად. გაიცანით თეო დავითაშვილი, ახალგაზრდა და ნიჭიერი ხელოვანი, ვისთვისაც...