კვირა, იანვარი 26, 2025
spot_img
Homeჯანდაცვაcovid19-ის ახალი შემთხვევები ბოლნისში

covid19-ის ახალი შემთხვევები ბოლნისში

[:en]

დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტში Covid19-ით დაინფიცირების 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორის არიან სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. დადგენილია 300-მდე კონტაქტი, რომლებიც მკაცრ თვითიზოლაციაში იმყოფებიან. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, მუნიციპალიტეტი, სასწრაფო სამედიცინო მომსახურებას მეზობელი მუნიციპალიტეტებიდან მიიღებს.

,,სასწრაფო დახმარების ყველა თანამშრომელი გადაყვანილია თვითიზოლაციასა და კარანტინში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა კი ხდება მეზობელი მუნიციპალიტეტების რესურსებიდან. რაც შეეხება კონტაქტებს, ამ ეტაპზე ძირითადი კონტაქტები მოკვლეულია და ყველა მათგანი გადაყვანილია თვითიზოლაციაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
დღეს ბოლნისის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს, მათივე თხოვნით ადგილზე ვეწვიეთ , გავეცანით საჭიროებებს და მაქსიმალურად აღმოვუჩენთ დახმარებას,”განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა.

საქართველოს მასშტაბიდ ბოლო 24 საათში covid19-ის 30 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა ამ დროისთვის ჯამში 296 შეადგენს. მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 69, გარდაცვლილი – 3, კარანტინის რეჟიმში – 4856, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 458 ადამიანი იმყოფება.

[:]
მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები