ოთხშაბათი, ოქტომბერი 9, 2024
spot_img

C ჰეპატიტის, აივ ინფექცია/ შიდსის და ტუბერკულოზის ინტეგრირებული სკრინინგი პირველადი ჯანდაცვის დონეზე

   დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანდაცვის სამინისტროს  მიერ ხორციელდება C ჰეპატიტის, აივ ინფექცია /შიდსის და ტუბერკულოზის  ინტეგრირებული სკრინინგი პირველად ჯანდაცვაში.         ბოლნისის მუნიციპალიტეტში   აქტიურად მიმდინარეობს აღნიშნული  პროგრამის იმპლემენტაცია.

  2022 წლის 16 აგვისტოს, ქვემო ქართლის რეგიონში, ბოლნისში, წითელი ჯვრის ოფისში, ჩატარდა მულტიდისციპლინარული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის, ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯანდაცვის  და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. შეხვედრაზე დაინტერესებულმა მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია პროგრამის მიმდინარეობის, მიღწევების  და სამომავლო გეგმების შესახებ.

   პროექტის მიზანია, თბილისში, შიდა ქართლში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში C ჰეპატიტით, აივ ინფექცია / შიდსითა და ტუბერკულოზით გამოწვეული ავადობის, სიკვდილობის და ინფექციის გავრცელების შემცირება დაავადების ადრეული გამოვლინების და ეფექტური მკურნალობის ხელშეწყობის გზით.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები