
8 ივნისიდან საქართველოში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ნაწილი იხსნება, აღდგება საქალაქთაშორისო ტრანსპორტიც, მგზავრთა გადაყვანა ვირუსის პრევენციის მიზნით დადგენილი წესების გათვალისწინებით მოხდება. ბოლნისიდან დედაქალაქის მიმართულებით მომუშავე კერძო ტაქსებისა და მიკრო ავტობუსების მძღოლებს, ჯანდაცვის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესახებ დღეს კიდევ ერთხელ მიეწოდათ დეტალური ინმორმაცია. ხვალ დილის შვიდი საათიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტიდან, თბილისის მიმართულებით პირველი მარშუტი განხორციელდება, აღსანიშნავია რომ მგზავრებს გადაადგილება ძველი სამარშუტო განრიგით და უცვლელი ტარიფით, თუმცა ახალი წესების გათვალისწინებით მოუწევთ. ჯარიმის თავიდან აცილების მიზნით სავალდებულო ხდება მგზავრობის დროს პირბადის ტარება, იკრძალება მგზავრობისას ფეხზე დგომა, განიავების მიზნით ფანჯრები მუდმივად უნდა იყოს ღია, ყოველი მარშუტის დასრულების შემდეგ კი ტრანსპორტს ჩაუტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.