ბოლნისის კულტურისა და დასვენების პარკში არსებულ მემორიალთან, 9 აპრილის გმირები, დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა და კულტურის ცენტრის დირექტორმა სოსო კოპალეიშვილმა მემორიალი გვირგვინით შეამკეს, რის შემდეგაც ბოლნისის სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზმა თეოდორემ, დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. კულტურის სახლის აღსაზრდელებმა, დამსწრე საზოგადოებას, სიმბოლური პერფომანსი წარუდგინეს. ზუსტად 33 წლის წინ, თავისუფლების მოთხოვნით გულანთებულ გოგო-ბიჭებს, თავს რუსული აგრესია დაატყდათ. ისინი ხომ სამშობლოს სიყვარულმა და თავისუფლებაზე ოცნებამ გააერთიანა. შიმშილობდნენ, მღეროდნენ და ცეკვავდნენ , პარალელურად კი მათ წინააღმდეგ მზაკვრობა იგეგმებოდა. რუსული მძიმე ტექნიკა ქალაქის გულში გამოჩნდა. მშვიდობიანი მანიფესტაცია და პატრიოტული, ჩონგურზე ამღერებული ხმები განწირული ადამიანების კივილმა ჩაანაცვლა. ოცდაერთ დაღუპულს და ასობით დაშავებულს ითვლის 9 აპრილის ღამე. მას შემდეგ, ყოველი წლის 9 აპრილს, პატივს მივაგებთ თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირების ხსოვნას.
პოპულარული სიახლეები
16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან კამპანიას ქართული ოცნების ბოლნისის ქალთა ორგანიზაციაც შეუერთდა და დღეს, მერიის წინ, მცირე პერფორმანსი გამართა.ნარინჯისფერი ბუშტებით, გულსაბნევებით,ბოლით, და ფლაერების დარიგებით, ...