პარასკევი, ოქტომბერი 4, 2024
spot_img

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღე

31 წლის წინ, 1993 წლის 27 სექტემბერს, ქართულ-აფხაზური საომარი ვითარება, რომელიც 13 თვესა და 13 დღეს მიმდინარეობდა, აფხაზთა გამარჯვებით დასრულდა. ამ დღეს ქართველებმა აფხაზეთი დატოვეს და ეს თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე მძიმე დღეა, 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ რაჭისუბანში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ და უგზო-უკვლოდ დაკარგულ გმირთა მემორიალი, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ბუბა გობეჯიშვილმა და სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების ბოლნისის მუნიციპალური განყოფილების უფროსის მოადგილემ, მევლუდ ბარლიანმა, გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს მებრძოლი გმირების ხსოვნას. ბოლნელმა მთავარეპისკოპოსმა მეუფე ეფრემმა, ომში დაღუპული გმირების სულების მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები