შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

ბოლნისში დამოუკიდებლობის დღე აღინიშნა

26 მაისი, დღე, რომელიც ყველას აერთიანებს. ზუსტად 104 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამ დღესთან დაკავშირებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული გაიმართა, რომელიც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა საზეიმო ვითარებაში, მისალოცი სიტყვით გახსნა, 26 მაისის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ბოლნისელებს კიდევ ერთხელ მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.ახლად რეაბილიტირებულ კოსტავას ქუჩაზე დილიდან, ადგილობრივი მეწარმეების, ხალხური რეწვისა და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატების და კულტურის სახლთან არსებული შემოქმედებითი კოლექტივების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, ასევე გაიმართა კულტურის სახლის ბავშვთა და მოზარდთა თეატრის ლიტერატურული კომპოზიცია და თოჯინების თეატრის სპექტაკლი, მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ, მიმდებარე სკვერში, გაიმართა სპორტული აქტივობები. სპეციალურად მოწყობილ სცენაზე, საკონცერტო ნომრებით ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ადგილობრივი ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები.დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული სპეციალურად მოწვეული, გიგი გეგელაშვილის და ჯგუფი „გობელინების“ კონცერტით დასრულდა.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები