მორწმუნეები გიორგობის დღესასწაულს ტაძრებში საზეიმო ლოცვით აღნიშნავენ. საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. იგი მესამე საუკუნეში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს, მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ კი იმპერატორს განუდგა. წმინდანს 30 წლის ასაკში თავი მოკვეთეს. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ აღნიშნავს: 6 მაისს – წმიდანის აღსრულების დღეს და 23 ნოემბერს – მისი ბორბალზე წამების დღეს.
პოპულარული სიახლეები
მოხალისეობა ბუმერანგივითაა, როდესაც გავცემ სითბოს,სიყვარულს, ენერგიას, ცოდნას, ორი იმდენი მიბრუნდება
5 დეკემბერს, მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება, რომელიც 1985 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დააარსა. ამ დღესთან დაკავშირებულ აქციებში სხვადასხვა ქვეყანაში მილიონობით მოხალისე მონაწილეობს. ისინი ჩართული არიან საერთაშორისო ინიციატივებში, კონფერენციებში, გამოფენებში და ა.შ.ადამიანთა უმრავლესობა მოხალისეობის სურვილს ეკოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით იჩენს. სტატისტიკის მიხედვით, გარემოსდაცვით ღონისძიებებში ყოველწლიურად, ყველაზე მეტი მოხალისე იღებს მონაწილეობას.მოხალისეობა არის შესაძლებლობა, ყველანაირი ანაზღაურების გარეშე, სხვების დასახმარებლად გამოიყენო შენი დრო ადამიანებისთვის შენი დროის მცირედი ნაწილის დათმობასაც კი, შეუძლია მათი ცხოვრების გაუმჯობესება.. ჩვენ ყველას...