18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა

0
54

მუზეუმების საერთაშორისო დღე ბოლნისის მუზეუმში მრავალფეროვანი, საინტერესო და შემეცნებითი აქტივობებით აღინიშნა. მთელი დღის მანძილზე,  სხვადასხვა სეგმენტის დამთვალიერებელს საგამოფენო სივრცეში  გიდი მეგზურობას უფასოდ უწევდა. საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებს საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, ჩაუტარდათ ლექცია თემაზე „მეთუნეობა საქართველოში“, რის შემდეგაც, მუზეუმის ლაბორატორიაში, პატარა ვიზიტორებმა, დაზიანებული თიხის ჭურჭლის აღდგენითი სამუშაო შეასრულეს.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1978 წლიდან მსოფლიოს 150-ზე მეტ ქვეყანაში, სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებებით აღინიშნება, რომლის მიზანია მუზეუმის როლის გაზრდა საზოგადოების ცნობიერებაში.

წინა სტატიაბოლნისში ეროვნული სამოსის დღე აღინიშნა
შემდეგი სტატიამცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდმა საინფორმაციო სახის შეხვედრა გამართა

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ