[:en]17 დღიან მკაცრ საკარანტინო რეჟიმს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი აჯამებს[:]

0
56
[:en]

23 მარტიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა საკარანტინო რეჟიმით გათვალისწინებული შეზღუდვებით ცხოვრობს. მოხდა თითოეული მოსახლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, თერმოსკრინინგი ჯამში 48 057 მოქალაქეს ჩაუტარდა. ქვემო ბოლნისში დადასტურებული შემთხვევის გამო პრევენციის მიზნით ჩაიკეტა სოფელთან დამაკავშირებელი გზა,  მესამე დღეა მიმდინარეობს მოსახლეობის განმეორებითი  სკრინინგი.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ საავამდყოში რესპირატორულ სიმპტომებსა და ტემპერატურის მქონე პაციენტებისთვის გაიხსნა ე.წ. „ცხელების ცენტრი“, სადაც 1 ბოქსირებული პალატა და 35 საწოლია განთავსებული.

ბოლნისის მუნიციპალტეტში დაკეტილია ყველა ობიექტი, გარდა სასურსათო, სააფთიაქო ქსელებისა და კრიტიკული ობიექტებისა. მიუხედავად მკაცრი საკარანტონო რეჟიმისა არ შექმნილა პრობლემა სურსათსა და მედიკამენტებზე. ფასები შენარჩუნებულია 9 პროდუქციაზე,  მასზე მონიტორინგს სპეციალური ჯგუფები ახორციელებენ. ასევე მოსახლეობის საჭიროებებზე დროული რეაგირებისთვის, კარანტინის პირველივე დღიდანვე მოქმედებს ცხელი ხაზი.

31 მარტიდან საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საყოველთაო კარანტინი და კომენდატის საათი გამოცხადდა. წესების დამრღვევ მოქალაქეებს 3000 ლარით აჯარიმებენ. ამ დროისთვის უკვე 81 პირია დაჯარიმებული.

17 დღე მკაცრ საკარანტინო რეჟიმში და ქველმოქმედების სურვილით გაერთიანებული საზოგადოება. 2000-ზე მეტი სოციალურად დაუცველი ოჯახი, შშმ პირები, პენსიონერები და შეჭირვებული მოქალაქეები, საქველმოქმედო აქციები რომელმაც ათასობით ოჯახი  გაახარა.

[:]
წინა სტატია[:en]ხელფასის ერთი მესამედის StopCov-ის ფონდში გადარიცხვის ინიციატივას გოგი მეშველიანი შეუერთდა[:]
შემდეგი სტატია[:en]ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები „ქართული ოცნების“ ინიციატივას უერთდებიან[:]

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ