პროფესიის არჩევანი ბუნების სიყვარულმა განაპირობა. 47 წლის განმავლობაში, საკუთარი ხელებით გამოყვანილ სხვადასხვა ტყის უნიკალურ ხეებს, შვილივით უვლის. განიცდის ხის ხმობას და იმ იმედით, რომ ძველს ახლით ჩაანაცვლებს, ძალისხმევას არ იშურებს. მიწიდან ამოზრდილი ნორჩი ღეროს მოძლიერებას მოუთმენლად ელის რომ ტყეში გადაიტანოს. „გაზეთი ბოლნისის“ ობიექტივი 65 წლის მარინა რეხვიაშვილს დაეთმო, რომელმაც გასულ წელს „საუკეთესო მეტყევის“ წოდება მიიღო.