სამშაბათი, აპრილი 16, 2024
spot_img

,,შენი დახმარება ჩვენი იმედია“

„შენი დახმარება ჩვენი იმედია“ – ამ დევიზის ქვეშ გაერთიანებულმა ახალგაზრდებმა, რამზეს სიცოცხლის გადასარჩენად უპრეცედენტო საქველმოქმედო აქციებს მიმართეს, მანამდე კი შეიმუშავეს გეგმა, დაამზადეს ბანერები, გათვალეს თითოეული  დეტალი, შექმნეს სამუშაო ჯგუფები და ქუჩაში  ერთი მიზნისთვის გამოვიდნენ, განთავსდნენ სხვადასხვა ლოკაციებზე და კეთილი ადამიანების დახმარებით, რამზეს სამკურნალოდ, სოლიდური თანხაც შეაგროვეს. საქველმოქმედო აქციების ორგანიზება მაგდა ჩიქოვანმა  თავის თავზე აიღო, რომელმაც რატევნელი მოზარდები მეგობრის სიცოცხლის გადასარჩენად გააერთიანა.

მანამდე მძიმედ მოსასმენი დიაგნოზი და სასოწარკვეთა იყო…შოკმა, დაბნეულობამ და რაღაც გაურკვეველმა ეიფორიამ დაისადგურა, მაგრამ ახალგაზრდებში ხვალინდელის, მზის და სიცოცხლის იმედმა იმძლავრა და რატევნელი მოზარდები სიცოცხლისთვის ბრძოლის ფერხულში ჩააბა. მიზანი უფროსი მეგობრის გადარჩენაა, მიზნისთვის ბრძოლა კი, დიაგნოზზე არა ნაკლებ თავზარდამცემი თანხის შეგროვებით იწყება. ასაკის მიუხედავად, კარგად გაიაზრეს თანასოფლელის მდგომარეობა და გუნდური მუშაობის პრინციპით, ერთი საქმისთვის ბრძოლა დაიწყეს.   მწვავე დიაგნოზის დასმიდან მალევე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე გაჩნდა რამდენიმე ლოკაცია, სადაც კეთილი საქმისთვის გაერთიანებული ჩვენი დროის გმირები, რამზეს სიცოცხლისთვის შემოწირულ თითოეულ თეთრს, იმ იმედით იღებენ, რომ ერთობით, თანადგომით და თავდაუზოგავი ბრძოლით, მეგობარს მძიმე სენისგან, აუცილებლად, დაიხსნიან.

ხუმრობით ,,კამიკაძეები“ დაირქვეს და  სწორედ ასე დგანან რამზეს გვრდით, ამხნევებენ და სიცოცხლისთვის ბრძოლაში ეხმარებიან, არც დაღლილან და მიუხედავად ბოლნისური ხვატისა, არც სცხელათ, ზიან ცხელ ასფალტზე და ელიან კეთილი ადამიანების გამოწვდილ ხელს, რომელმაც ერთ ლამაზ ახალგაზრდას სიცოცხლე უნდა აჩუქოს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები