პარასკევი, აპრილი 19, 2024
spot_img

მაჟორიტარი დეპუტატის ანგარიში კარანტინის დროს გატარებული ღონისძიებების შესახებ

ბოლნისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გოგი მეშველიანმა,    საზოგადოებას, მუნიციპალიტეტში მკაცრი კარანტინის პერიოდში გატარებული ღონისძიებების ანგარიში  წარუდგინა. ისაუბრა,  როგორ ცხოვრობდა მუნიციპალიტეტი საკარანტინო მდგომარეობის რეჟიმში და რამდენად ეფექტურად მოქმედებდა ხელისუფლება  პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. ყურადღება გაამახვილა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც გადაიდგა კრიზისული სიტუაციის მართვის დროს და მადლობა გადაუხადა თითოეულ ადამიანს გამოჩენილი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა თუ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის. ანგარიშის წარდგენა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. შეხვედრას სამთავრობო, კერძო სექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები   ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ წითელ ზონად ბოლნისი 23 მარტს გამოცხადდა, ჩაიკეტა რიგი სოფლები. საკარანტინო რეჟიმი რამდენიმე თვე გაგრძელდა, ამ პერიოდში არაერთი საქველმოქმედო, სოციალური თუ საინფორმაციო სახის აქცია ჩატარდა, უამრავი ადამიანი გაერთიანდა თანამოქალაქეების დასახმარებლად. პანდემიის პერიოდში, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად, მოსახლეობასთან აქტიურ, ყოველდღიურ  კომუნიკაციაში იყო მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. წითელ ზონად აღიარებულ რეგიონში,  მოწყვლადი კატეგორიის მოქალაქეებისთვის დაიწყო და აქტიურად მიმდინარეობდა სასურსათო პაკეტების გაცემა. ჯამში  14 837 პაკეტი დარიგდა. საბავშვო ბაღების 1278 აღსაზრდელს კი 263 512 ლარის ღირებულების საკვები პროდუქტი დაურიგდა. ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწია 253 მოქალაქეს, ხოლო 230 ადამიანი იქნა  უზრუნველყოფაილი  მედიკამენტებით, 22 მოქალაქეს დაუფინანსდა მკურნალობა, ხოლო 25 დიაგნოსტიკური კვლევა. გოგი მეშველიანის ინიციატივით, ქრონიკული დაავადების მქონე 230 პირს გადაეცა ინდივიდუალური დაცვის საშუალებები(პირბადე, ხელთათმანი). 83-მა ოჯახმა კი მიიღო ჩვილ ბავშვთა კვება.  ასევე საკარანტინო პერიოდში მიმდინარეობდა მიუსაფარი ცხოველების გამოკვება. აქტიურ რეჟიმში, ყოველდღიურად ხორციელდებოდა პისიარ მეთოდით ნიმუშების აღება და თერმოსკრინინგი.

კარანტინის პერიოდში  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობდა ინფრასტრუქტურული სამუშაოები და შეუფერხებლად განაგრძობდნენ მუშაობას ადგილობრივი საწარმოები.

ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით  საქართველოს მასშტაბით ყველაზე მეტად დაზიანდა ბოლნისის მუნიციპალიტეტიაქ სულ 192 კოვიდ ინფიცირებული დაფიქსირდასამწუხაროდ 4 გარდაიცვალა, დანარჩენი კი გამოჯანმრთელდა.

რთული გამოწვევის წარმატებით დაძლევის შემდეგ,  როგორც მთელი ქვეყანა, ასევე ბოლნისის მუნიციპალიტეტიც ნელ-ნელა ჩვეულ რეჟიმს უბრუნდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები