Homeსაზოგადოება„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია...

„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება

ქვემო ქართლის მხარეში, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობისთვის სკრინინგის ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება. სკრინინგის აქციის ძირითადი მიზანია სხვადასხვა დაავადების ადრეულ ეტაპზე აღმოჩენა, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვა, პრევენციული ღონისძიებების გაძლიერება და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა. სკრინინგის ფარგლებში მსურველებს ჩაუტარდებათ შემდეგი გამოკვლევები: ძუძუს კიბოს სკრინინგი (40–70 წლის ქალებისთვის): მამოლოგის ფიზიკალური გასინჯვა, მაღალინფორმაციული მამოგრაფიული კვლევა (რომელიც იკითხება ორი რადიოლოგის მიერ დამოუკიდებლად) და პათოლოგიის აღმოჩენის შემთხვევაში — ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი (25–60 წლის ქალებისთვის).
 მოსახლეობისთვის ამ სერვისების მაქსიმალური ხელმისაწვდომობის მიზნით, სკრინინგის მობილური ჯგუფები ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქებს შესაბამისი გრაფიკით ესტუმრებიან:

28 სექტემბერი – წალკა


29 სექტემბერი – დმანისი


30 სექტემბერი – ბოლნისი


1 ოქტომბერი – მარნეული


2 ოქტომბერი – რუსთავი


26 ოქტომბერი – დმანისი


27 ოქტომბერი – ბოლნისი


28 ოქტომბერი – რუსთავი და მარნეული

29 ოქტომბერი – გარდაბანი


აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ჯანდაცვის სამინისტროს სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, აგრეთვე ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მერიებისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების ხელშეწყობით. სკრინიგი ხორციელდება სპეციალურად აღჭურვილი მამომობილის საშუალებით და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოა. ადრეული დიაგნოსტიკა განსაკუთრებულ როლს თამაშობს სიკვდილიანობის მაჩვენებლის შემცირებასა და პათოლოგიების დროულ მართვაში.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები