ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
spot_img

ბოლნისის მუნიციპალიტეტის პირველი პირები ჩაკეტილი სოფლის მოსახლეობას შეხვდნენ

დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრი, გოგი მეშველიანი,  სამაჟორიტარო ოლქში მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად   სოფელ მუშევანის მოსალეობას შეხვდა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოისმინეს  ადგილობრივების საჭიროებები და კიდევ ერთხელ გააცანეს თუ რა ღონისძიებები უნდა გატარდეს იმისათვის,რომ  სოფელი ცხოვრების ჩვეულ რიტმს  დაუბრუნდეს.

პროტოკოლის მიხედვით ადგილობრივებს  მომდევნო ორი კვირის განმავლობაში კვლავ მკაცრ  საკარანტინე რეჟიმში მოუწევს ცხოვრება. აღნიშნული დროის შემდეგ გატარდება დამატებითი სამედიცინო ღონისძიებები, რისი შედეგების მიხედვითაც  ეპიდემიოლოგები გასცემენ რეკომენდაციას იზოლაციისა და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

„ჩვენ, მოსახლეობა მაქსიმალური ყურადღების  ქვეშ გვყავს , ვცდილობთ ზრუნვა არ მოვაკლოთ და  ყველა საჭიროებაზე მოვახდინოთ დროული რეაგირება, უახლოეს პერიოდში კვლავ ვგეგმავთ სოციალური აქციის გამართვას.“- აღნიშნა გოგი მეშველიანმა

სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მას მერე მოქმედებს მკაცრი კარანტინი. დასახლებაში ეპიდემიოლოგების მიერ მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირების   შედეგად დაავადების  ბოლო დადასტურებები 30 მაისს დაფიქსირდა.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები