პარასკევი, დეკემბერი 13, 2024
spot_img

ხიდისყურში ნოვრუზ ბაირამისადმი ღონისძიება გაიმართა

ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ხიდისყურის ახალგაზრდული ცენტრის „ნათელი მომავლის“ და სამოქალაქო თანასწორობის პლატფორმის ინიციატივით, ახალგაზრდულ სათემო ორგანიზაციის წევრებმა ღონისძიება გამართეს. მონაწილეებმა სტუმრებისთვის თეატრალიზებული წარმოდგენა  და აზერბაიჯანული ტრადიციული ნომრები შეასრულეს. ღონისძიება ხიდისყურში სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა და  მოწვეულმა ოპერის მომღერალმა, იამზე ურუმაშვილმა სპეციალურად ამ დღისთვის მიძღვნილი მუსიკალური ნომერი შეასრულა. ღონისძიებას, საქართველოს პარლამენტის წევრი, მუნიციპალიტეტის მერი საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და საკრებულის წევრები ესწრებოდნენ.

ნოვრუზ ბაირამი, რომელიც 3 დღის განმავლობაში გრძელდება, გაზაფხულის, ახალი იმედების და განახლების დღესასწაულია.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები