ხატისოფელსა და ცურტავში სასმელი წყლის პრობლემა მოგვარდა

0
148

ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მოსახლეობასთან  ღია შეხვედრების დროს, ხატისოფლისა და ცურტავის მოსახლეობამ, სასმელი წყლის  პრობლემის მოგვარება მოითხოვა, რასაც მყისიერი რეაგირება მოჰყვა და აღნიშნული საკითხი გადაიჭრა. ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ჩართულობითა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ძალისხმევით, ხატისოფელში წყლის ტუმბო გამოიცვალა, ახალი დანადგარის საშუალებით კი 80 ტონიანი რეზერვუარის შევსებაა შესაძლებელი. პარალელურად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა ტერიტორია, სადაც  ჭაბურღილი და წყლის რეზერვუარია დამონტაჟებული, ეკალ-ბარდისგან გაასუფთავა.

სასმელი წყლის პრობლემა გადაიჭრა ასევე სოფელ ცურტავშიც, ძველი, მწყობრიდან გამოსული ტუმბო ახალმა ჩაანაცვლა. შეიცვალა  5 კმ სიგრძის კოროზირებული მილი. აღნიშნული სამუშაოების შემდეგ, მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება აღდგა.

წინა სტატიაბოლნისის მუნიციპალიტეტში კომპანია ,,არემჯის“ მხარდაჭერით საგანმანათლებლო პროექტი ,,დიდგორელი“ გაიმართა
შემდეგი სტატია17 დეკემბერი სამთოელის დღე

პასუხი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
შეიყვანე შენი სახელი აქ