კვირა, ივნისი 23, 2024
spot_img

„წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს“ ბოლნისიც შეუერთდა

„წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეს“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკა შეუერთდა და აქტიური მკითხველების ჩართულობით გასვლითი ღონისძიება მოაწყო. მოხუცთა სახლ „ჭაღარას“ ბენეფიციარებს მკითხველებმა საყვარელი წიგნებიდან ამონარიდები ხმამაღლა წაუკითხეს და ასე გაულამაზეს დღე.

„იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“ – ამ სლოგანის ქვეშ საერთაშორისო ღონისძიებებს ბოლნისი უკვე მეცხრედ შეუერთდა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებები ყოველწლიურად სხვადასხვა აქტივობით ტარდება და მასში წიგნის მკითხველები ერთიანდებიან.

უკვე რამდენიმე წელია, თებერვლის  დასაწყისში, წიგნიერების დონის ასამაღლებლად საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები