საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და პროკრედიტ ბანკის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის ღია სივრცეში „წიგნების ბუდე“ განთავსდა. სკვერში მოწყობილი ბიბლიოთეკიდან, მსურველს შესაძლებლობა ეძლევა აიღოს ნებისმიერი წიგნი და მისთვის ხელსაყრელ გარემოში წაიკითხოს, წაიღოს შინ, დააბრუნოს ან ჩაანაცვლოს ახალი ლიტერატურით. აღსანიშნავია, რომ „წიგნის ბუდე“ სხვადასხვა რეგიონში თემატური იერ-სახითაა წარმოდგენილი, ბოლნისის მინი ბიბლიოთეკას სიმბოლურად ძველი გერმანული ეკლესიის სახე აქვს.
ღონისძიების ფარგლებში მოეწყო მოძრავი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო გერმანელი კოლონისტების ამსახველი ისტორიული მასალები.აღნიშნული პროექტი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება, რომელიც განათლებასა და წიგნის პოპულარიზაციას უწყობს ხელს.
„წიგნის ბუდის“ გახსნას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილი, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი და „პროკრედიტ ბანკის“ წარმომადგენელი დაესწრნენ.