შაბათი, თებერვალი 15, 2025
spot_img
Homeსაზოგადოებაძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი დააზარალა

ძლიერმა ქარმა და სეტყვამ ბოლნისის მუნიციპალიტეტის ათი სოფელი დააზარალა

ბოლნისის მუნიციპალიტეტში ძლიერი ქარისა და სეტყვის შედეგად სოფლები: ტანძია, ძველი ქვეში, ძეძვნარიანი, კიანეთი, ფოცხვერიანი, ჭრეში, იწრია, ქვეში, ქვემო ბოლნისი და ხატისოფელი დაზარალდა.დაზარალებულ სოფლებში ადგილზე ვითარებას ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ბუბა გობეჯიშვილი, სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან კონსტანტინე კორძაძესთან ერთად გაეცნო.სტიქიამ ზიანი საკარმიდამო ნათესებს მიაყენა. წაქცეულია რამდენიმე ხეც. პირველადი დათვალიერებით, საცხოვრებელი სახლები ძლიერად არ დაზიანებულა. ამ ეტაპზე დაზარალებულ სოფლებში მუშაობას აგრძელებს სპეციალური კომისია, რომელმაც მოსახლეობისთვის მიყენებული ზარალის ოდენობა უნდა დაადგინოს. დაზარალებულ მოსახლეობას ზიანი მუნიციპალიტეტის დადგენილი წესის შესაბამისად აუნაზღაურდება.

მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები