პარასკევი, ოქტომბერი 4, 2024
spot_img

ძლიერი ქალი ძლიერი საზოგადოება

„რაც არ უნდა გიჭირდეს, შენი ცხოვრების გემი

არავის ჩაუგდო სამართავად, თავად იყავი

მისი მესაჭე და კაპიტანიც. სხვა ან ჩაგძირავს,

ან გეზს შეუცვლის და არასასურველ პორტში ჩაუშვებს ღუზას.“

ჩემს ბლოგს ფერად ქალბატონს, ნინო ავალიანს ვუძღვნი. რატომ ფერადს? იმიტომ, რომ ყველა ქალს თავისი ფერი აქვს, რომელიც მასზე ამბავს გვიყვება და მის ხასიათს ატარებს. ისინი ამ ფერს ასხივებენ და ეს მათი თვითგამოხატვაა. ოთხი შვილის დედა, სტუდენტი, მასწავლებელი ორ სკოლაში, საზოგადოებაში აქტიური, ძლიერი ქალბატონი და უბრალოდ, კეთილშობილი ადამიანი ნინო ავალიანი.

ჩვენი ურთიერთობა ძალიან ლამაზად დაიწყო, როდესაც უცხო მასწავლებელმა მოულოდნელად საჩუქრად წიგნები გამომიგზავნა. რადგან სოციალურ ქსელში შეუმჩნეველი არ დარჩენია ჩემი საახალწლო სურვილი – წიგნები, წიგნები და მხოლოდ წიგნები.  ეს იყო ძალიან ლამაზი ჟესტი და ორმაგად ემოციური ჩემთვის (ყველა ვინც მიცნობს, იცის ჩემი განსაკუთრებული სიყვარული წიგნების მიმართ).

ალბათ იკითხავთ, რაში გამოიხატება მისი სიძლიერე?

რა დროს შენი სწავლა და მუშაობაა, ოთხი შვილის დედა ხარ… მაგრამ, მაინც იმას აკეთებს, რაც სწორად მიაჩნია. დარწმუნებულია, რომ მის შვილებს ასეთი უფრო სჭირდებათ. გოგონების დედაა და მისი აზრით ამ საზოგადოებაში „ქალობა“ ძალიან ძნელია.

არ შემიძლია, არ დავეთანხმო. საქართველოში ქალებს ჯერ საკუთარი სიცოცხლის გადარჩენაზე უწევთ ზრუნვა და შემდეგ იწყება ბრძოლა საზოგადოებასთან და ოჯახთან თავისუფლების მოსაპოვებლად.

ნინომ პრეცედენტი შექმნა და მაგალითი მისცა ყველას, რომ „ქალობის“ გამო არაფერში შეიზღუდონ. მას საზოგადოებამ დაუდგინა წესები და ჩარჩოები, თუ როგორი უნდა იყოს , მაგრამ დაარღვია ყველა წესი და ისეთია, როგორიც თავად უნდა რომ იყოს.

ეს ბრძოლა ყველა ქალმა უნდა მოიგოს თავის თავთან.

თუ გინდა რამეს მიაღწიო, ბევრი უნდა იშრომო, მაგრამ, არ არის აუცილებელი ამ შრომას ყველაფერი და ყველაზე ძვირფასი შეწირო და საკუთარ ბედნიერებაზე და სურვილებზე უარი თქვა. მთავარია ბალანსის დაცვა. ქვეყანა, მხოლოდ მაშინ იქნება ძლიერი თუ ქალებს მიეცემათ შესაძლებლობა მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი პოტენციალი და არ დარჩენ მხოლოდ დედებად და დიასახლისებად.

და ბოლოს… რა კლავს ადამიანებს? აუხდენელი ოცნებები, მეტი არაფერი. ოცნება თუ არ ასრულდა, ისე გაიზრდება, რომ გულს გაგიხეთქავს.

ქალბატონებო!!!  აიხდინეთ ოცნებები, იყავით ძლიერები, ბედნიერები, ფერადები და დაამსხვრიეთ სტერეოტიპები.

P.S ნინოს ნათქვამს დავეთანხმები,

 -ქალს არ უნდა სჭირდებოდეს ბედნიერებისათვის, სხვა ვიღაც გამოგონილი პერსონაჟები, ყველა ბედნიერება ჩვენშია, მთავარია ვიპოვოთ ის. მან იპოვა თავისი წილი ბედნიერება. შემდეგი შენ ხარ…

მასალა მომზადებულია პროექტის ,,ჩემი მასწავლებელი’’ფარგლებში  ბოლნისის 1 საჯარო სკოლის მოსწავლის თათია მინდიაშვილი მიერ.



მსგავსი სტატიები

დაწერე კომენტარი

დაწერეთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები