ძიუდოს ფედერაციის ახალი პროექტის „მომავალი Judo მოქნილი გზა წარმატებისკენ“ ფარგლებში, 2006-2013 წლამდე დაბადებული ძიუდოისტებიმ განვითარების ახალ ეტაპზე გადასასვლელად, სისტემატიურად, ყოველ შაბათ-კვირას ჩაერთვებიან საგამოცდო პროცესებში, სადაც მიღებული ქულების რაოდენობით შეირჩევიან სარეიტინგო ტურნირებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2 ასაკობრივ კატეგორიაში ბოლნისიდან 6 სპორსტმენი შეირჩა, რომლებიც გამარჯვების შემთხვევაში, პირად მწვრთნელთან ერთად მიიღებენ ფულად ჯილდოს.
პროექტი „მომავალი Judo მოქნილი გზა წარმატებისკენ“ გასული წლიდან დაიწყო და მისი მიზანია ძიუდოს სიღრმისეულად შესწავლა, პოპულარიზაცია და მწვრთნელის ინსტიტუტის გაძლერება.