შაბათი, ოქტომბერი 12, 2024
spot_img

„ჩვენი წმინდანის სახელის ხსენებით უნდა გავიხაროთ, მე მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ დღეს ერთად ვზეიმობთ”- მეუფე ეფრემი

10 თებერვალს სიონის საკათედრო ტაძარში ბოლნისის რეპარქიის მწყემსმთავრის, მთავარეპისკოპოს ეფრემის ანგელოზის ხსენების დღე აღინიშნა. 15 წელია ეს დღე თითქოს ერთგვარ ტრადიციად იქცა, 15 წელია ზეიმობენ ბოლნელები და ერთმანეთს სიხარულს უზიარებენ. როგორც მთავარეპისკოპოსი ამბობს, ეს ასეც უნდა იყოს, „ჩვენი წმინდანის სახელის ხსენებით უნდა გავიხაროთ, მე მადლიერი ვარ უფლის, რომ ამ დღეს ერთად ვიყრით თავს და ვმასპინძლობთ ერთმანეთს, თუ ჩამოსულ სტუმრებს“ 15 წლის წინ, პატრიარქის ხელდასმით, ბოლნისის ეპარქიის მწყემსმთავარი გახდა, მოსვლის დღიდან რაღაც გამოუცნობი კრძალვა გაჩნდა ერში, გაცნობის და შეჩვევის რიტუალი თითქოს იჭვნეულად, ფარულად მიმდინარეობდა, ამას ვერც ახალგაზრდა ეპისკოპოსი და ვერც მრევლი გრძნობდა თითქოს, მაგრამ დრო ყველაფერს აწესრიგებსო და 15 წელიც უსწრაფესად გაილია, მისი ნაკეთები საქმეები ალაპარაკდა. მისი ქადაგებით მოჯადოებული მრევლის რიცხვი კი თანდათანობით გაიზარდა და ვერ მიხვდნენ, როგორ ნელ-ნელა, შეხმატკბილებულად, რუდუნებით შეეთვისნენ ერთმანეთს, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი და ბოლნისი თითქოს განუყოფელნი გახდნენ, თითქოს ერთმანეთში გაიგივდნენ და წარმოუდგენელი შეიქმნენ უერთმანეთოდ. 10 თებერვალს ბოლნისში ეფრემობა აღინიშნა, ბოლნისის ეპარქია და მრევლი, გულწრფელად ხარობს, ზეიმობს და ულოცავს ბოლნელ მთავარეპისკოპოსს, მისი წმინდანის ხსენების დღეს.

მსგავსი სტატიები
- Advertisment -spot_img

ყველაზე პოპულარული

ბოლო კომენტარები