თეატრს ერთი ჯადოსნური თვისება აქვს, ფეხი თუ შედგი, მერე ძნელია ამ საქმეს მოსწყდე,ასე დაემართა გადაცემა ,, ჩემი საქმის’’ სტუმარს, რომელმაც ბევრი წლის წინ დასახული მიზანი, ბოლნისელი პატარებისთვის შეექმნა თოჯინების თეატრი,რეალობად აქცია,ბევრი წინაღობის მიუხედავად ენთუზიაზმით, მარტივი თოჯინებითა და დეკორაციებით პატარები ზღაპრულ სამყაროში ამოგზაურა,მათმა ანთებულმა თვალებმა საქმე გაუმარტივა, თანამოაზრეები მალევე შემოიკრიბა, გაიზარდა პროფესიულად და ასე ერთგულად უკვე მარავალი წელია უამრავ შემეცნებით სახის სპექტაკლს სთავაზობს მაყურებელს . ბოლნისის თოჯინების თეატრს,რომელიც ერთი დიდი ოჯახია განსხვავებული ასაკის ადამიანებითა და შეხედულებებით, ბევრ საერთოსთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვების სიყვარული და თოჯინების თეატრი აერთიანებს, რომელიც მათი განუყოფელი ნაწილია, რის გარეშეც ვერ წარმოუდგენიათ ცხოვრება.
პოპულარული სიახლეები
პაპილომა ვირუსის ვაქცინაციასთან დაკავშირებით ასაკობრივი ზღვარი გაიზარდა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებით, ადმინისტრაციული შენობის საკონფერენციო დარბაზში, საჯარო მოხელეებისთვის საინფორმაციო სახის შეხვედრა გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა დამსწრე საზოგადოებისთვის...